ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო – სუბარი მელიას დაკავებაზე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებით ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო.

„რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა ზიანი, თუმცა სასწორის მეორე მხარეს იდო სულ სხვა ღირებულება – არა რაღაც დროებითი ზიანი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხე, რომლისკენაც მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია. ეს საფრთხე თავიდან აცილებულია. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო და კანონს წინ ვერავინ დაუდგება“, – განაცხადა სუბარმა იმედის ეთერში.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხის წინაშე დავდგებოდით.

„ჩვენ გვაქვს რთული მოცემულობა, რადგან გვყავს ოპოზიცია, რომელიც არად დაგიდევს სახელმწიფოს, კანონს, კონსტიტუციას, თავისი ამომრჩევლის ხმას; ისინი ამბობენ, რომ არ შევლენ პარლამენტში. მათი მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა. სასწორის პინაზე იდო ერთის მხრივ სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობა, კანონის უზენაესობის უგულვებელყოფა და მეორე მხრივ, კანონიერების, წესრიგის აღდგენა ქვეყანაში. ჩვენ ბუნებრივია, მეორე გზით წავედით. ბუნებრივია, ნებისმიერ ქმედებას ახლავს გამოწვევები. ნებისმიერი კრიმინალი დაკავებას ახლავს გამოწვევა. კრიმინალის დაკავებისას გარკვეული ზიანი შეიძლება სახელმწიფოს მიადგეს“,– განაცხადა სუბარმა.

მთავრობის ადმინისტრაცია სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის მოადგილემაც დატოვა

მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო მდინარაძემ დატოვა. მისი თქმით,...

მარტის ბოლოდან შეგვეძლება AstraZeneca-თი დავიწყოთ ვაქცინაცია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მარტის ბოლოდან ასტრაზენეკათი დაიწყება ვაქცინაცია. „ასტრაზენეკას“ შემოტანაში ხელს...

სამგორში მატარებლის ვაგონს ცეცხლი უკიდია (ვიდეო)

სამგორის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა. ადგილზე 14...

ქვეყნის მზაობა შესაბამისობაშია კრიტერიუმებთან, კოვაქსიდან ვითხოვთ განმარტებას – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვაქსიდან ვაქცინის ვერმიღება აპლიკაციის სწორად ვერშევასებას არ...

ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, ერთ-ერთი მთავარი ბურჯია – სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ერთ–ერთი მთავარი...

“ჩემს ქმარს ესხმიან თავს იმის გამო, რომ არ მცემს და არ მშორდება.ჩემს პირად ცხოვრებას...

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემები, არამედ “დრომოჭმული ფასეულობების“...

ბაღდათის საკრებულო “ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა დატოვა

ბაღდათის საკრებული ფრაქცია ქართული ოცნების სამმა წევრმა – გაბრიელ ღიბრაძემ, ზაზა ზივზიმაძემ და დიომიდე...

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 მარტამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი....

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო