​”ეროვნული თანხმობის იდეაზე ჩემი პოზიცია სკეპტიკურია. მე ვფიქრობ, ეს რთული გასაკეთებელია. ძალიან ბევრი მეუფის, სასულიერო პირის განცხადება მოვისმინე და მე სრულად ვიზიარებ, ვეთანხმები – თუ ადამიანი არ მოინანიებს და არ აღიარებს თავის დანაშაულს, თუ ყველაფერს არ დავარქმევთ სახელს, ნე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ძალიან რთულად მესახება ეს ყოველივე. თუმცა, მე მომხრე ვარ, რომ პოლარიზაცია არ იყოს, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. თუმცა, ვისგან მომდინარეობს, თუ ამ კითხვას დავსვამთ, პასუხი ძალიან მარტივია – ეს არ მომდინარეობს არამც და არამც ჩვენგან. ეს მოდის ამ დესტრუქციული ძალისგან. ყველას გაეცემა სათანადო პასუხი, ყველას მივუჩენთ სათანადო ადგილს. თუ ვინმეს მოუნდება რევანშზე, რადიკალიზმზე და ა.შ, უარის თქმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გაგვიხარდება.”

ამის შესახენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.