უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვმა Washington Post-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინული ჯარების შესვლა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს მან უპასუხა – “ეს არაა სიმართლე. და ყირიმი დაგვიბრუნდება. მეტს გეტყვით: ყირმიში ყველაფერი 2014 წელს დაიწყო და ყველაფერი იქ დამთავრდება”.
- “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყირიმი ზაფხულისთვის სამშობლოს დაუბრუნდეს”, – თქვა ბუდანოვმა.