ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ვიზიტმა სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გააღრმაოს – გახარია პომპეოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პომპეოს ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებას.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვემზადებით სასაუბროდ და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმაოს, დღეს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს.

ამიტომ, მიუხედავად კოვიდისა, გლობალური პანდემიისა, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, ჩვენ ახლა სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ამ ვიზიტის მოსამზადებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

შეინარჩუნეთ სახე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს – რიჟვაძე აქციის მონაწილეებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სახლთან მყოფ აქციის მონაწილეებს "ბანდას" უწოდებს. ის მანიფესტანტებს...

“ბრავო, ბუშტის მცველებო!” – აჭარის მთავრობის სახლთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მთავრობის სხდომის პარლალეურად მოქალაქეები აქციას მართავენ, 2 ადამიანი დააკავეს. მათ დაკავებას...

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს – რიჟვაძე მთავრობის სხდომას ატარებს

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის სხდომას ატარებს, პარალელურად, მთავრობის სახლთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები აქციას...

კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან 1595 თბილისში გამოვლინდა, 623 – აჭარაში

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 595 დადასტურდა, აჭარა - 623,...

ანა მიქელაძემ ცესკოს პრესსპიკერის თანამდებობა დატოვა

ანა მიქელაძემ ცესკოს პრესსპიკერის თანამდებობა დატოვა. "ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 1 303

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა,...

საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 574 ადამიანი...

შსს-მ 1 კგ ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქის ჩხრეკისას 1 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს – დაკავებულია 1975 წელს...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო