“გამარჯობა,
საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში!
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია.
სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც.
უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ.
სხვათაშორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.
ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ”
ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.