”ყველაფერს წააგებენ, პლებისციტსაც, რიგგარეშესაც, თვითმმართველობასაც”-აცხადებს ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
“ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ, თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება რაც აქვს ოპოზიციას, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ. პლებისციტსაც წააგებენ და ყველაფერსაც წააგებენ, ბუნებრივია, თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ და არჩევნები, რომ ჩატარდეს იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობა არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”,-თქვა კობახიძემ.