“იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით თქვენი ფორმულირება არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია.
ამ [იმპიჩმენტის] საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირში არაა და მოგიწოდებთ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა, გასაგები განცხადება როგორც საპარლამენტო მხრიდან, ისე საქართველოს პრემიერის მხრიდან, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში.
რაც შეეხება იმას, მოდის თუ არა პრეზიდენტის ვიზიტები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ეს ხომ სამართლებრივად არაერთხელ იქნა განმარტებული. შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში – ყველა, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ პატივი ვცეთ და შევასრულოთ”,
ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს შეეხებოდა.