ყველა მეკითხება – გვეშველება რამე? გვეშველება 23 დღეში – ბაქრაძე

“დღეს სადაც მივდივარ, ყველა მეკითხება – გვეშველება რამე? გვეშველება 23 დღეში, ოღონდ, ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში , – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებებია სჭირო, რათა ხალხს მეტი შემოსავალი ჰქონდეს.

„გარდამტეხი ცვლილება ნიშნავს იმას, როდესაც ხალხი ცხოვრობს კარგად და მთავრობა ცხოვრობს მოკრძალებულად. დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ხდება პირიქით. დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობის, გაჭირვებაში მცხოვრები მოსახლეობა, ეს უნდა შევცვალოთ. ამას ვეძახით გარდამტეხ ცვლილებას, როდესაც ხალხს ექნება მეტი შემოსავალი და მეტი კეთილდღეობა და ნაკლები შემოსავალი მთავრობას. ეს არის გარდამტეხი ცვლილება და ამას უნდა მივაღწიოთ 31 ოქტომბერს”,- ამბობს ბაქრაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა არც დღევანდელ ჭაობში არ უნდა დარჩეს და არც 2012 წელში დაბრუნდეს.

“ჩვენ შეგნებულად არ ვიყენებთ სიტყვას დაპირება, იმიტომ რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სიტყვა დაპირებას ფასი დაუკარგეს, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და თუ ვინმე დარდობს და სურს დარჩეს დღევანდელი ჭაობი, თუ ვინმე დარდობს და უნდა, ქვეყანა უკან დავაბრუნოთ 2012-ში, ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა, წავიდეთ წინ, დადგეს 2021 წელი და იყოს უკეთესი, ვიდრე წლევანდელია, ვიდრე შარშანდელი და ვიდრე 2012 წელი იყო, უფრო უკეთესი ვიდრე რომელიმე წელი. ესაა ჩვენი ამოცანა – მომავლის აშენება“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი – კახიშვილი

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კახიშვილის აზრით, ოცნების ხელისუფლება ადამიანების ღირსებას არ შეხებია. "თქვენ...

გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან"...

“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაცია, რომელზეც 10-მა...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა, 381 აჭარაში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. მთავრობის...

ქუთაისში მანქანა ხეს დაეჯახა – დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 1

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა....

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო