ყველა მოაწერს შეთანხმებას ხელს, უბრალოდ მცირე ჯიუტობებს აქვს ადგილი – ვაშაძე

“ყველა მოაწერს შეთანხმებას ხელს, უბრალოდ მცირე ჯიუტობებს აქვს ადგილი”- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ეს პარტია საბოლოო ჯამში იქნება პარლამენტში, ყველა ეს პარტია მოაწერს შეთანხმებასაც ხელს და ყველაფერი იქნება, უბრალოდ მცირე ჯიუტობებს აქვს ადგილი. ”- განაცხადა ვაშაძემ.