გამოიყენა კანონით გათვალისწინებული საშუალებები, ეს იყო ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. მათ შორის, იყო წყალსატყორცნი და იყო შესაბამისი საშუალებები. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, გაკეთდა განმარტება, რომ თითქოს და გამოყენებული იყო კამიტი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე. გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შესაბამისად, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს გაეცემა პასუხი.
ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი და ბატონმა მინისტრმაც განმარტა, რომ ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში იყო შესამაბისი სტანდარტების.
ჩვენ ვთანამშრობლობთ გამოძიებასთნ, შესაბამისად, ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც გამოძიებისთვის იქნება საინტერესო და რელევანტური, იქნება წარმოდგენილი გამოძიების წინაშე…
შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც არის კანონით გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების შესაბამის საპოლიციო დანაყოფებში. რაც შეეხება, კონკრეტულ ნივთიერებას, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველა საჭირო მტკიცებულება წარდგენილი იქნება გამოძიების წინაშე და საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს და დარწმუნდებით, რომ არანაირი მომწამვლელი ნივთიერება და, მათ შორის, კამიტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ ყოფილა გამოყენებული…
ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც აინტერესებ საზოგადოებას, და თითქოს ის ფაქტი, რომ, რაც, ასე ვთქვათ, ჟურნალისტის ვარაუდებს ეყრდნობა, და საუბარი იმაზე, რომ თითქოს და გამოყენებული იყო კამიტი არის მტკნარი სიცრუე, არ ყოფილა გამოყენებული, არც გვქონია არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს.















