ყირიმის ხიდი აფეთქებულია – სამანქანო ხიდი ჩაინგრა, სარკინიგზო იწვის

ყირიმის ხიდი აფეთქებულია – ცეცხლი სარკინიგზო ხაზზე ნავთობის ცისტერნას უკიდია.  აფეთქების შედეგად, სამანქანო ხიდი ჩაინგრა, სარკინიგზო იწვის.

შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

ჯერჯერობით, განმარტება უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია.