ბავშვებთან ერთად თვითიოზოლაცია შეიძლება გამდვილ გამოცდად იქცეს ნებისმიერი მშობლისთვის, თუმცა ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ მეტისმეტად მკაცრი – მოუწოდებს ყველას ანჯელინა ჯოლი ჟუნალ Time–ის საავტორო სვეტში.
მსახიობი აღიარებს, რომ შეუძლებელია ყოველთვის შეინარჩუნო გარეგნული სიმშვიდე და მუდმივად იღიმებოდე, როცა სულიერი სიმშვიდე დაკარგული გაქვს:
“ახლა, პანდემიის აფეთქებისას ვფიქრობ ყველა დედაზე და მამაზე, რომლებიც დროს შვილებთან ატარებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, დააკმაყოფილებენ შვილების ყველა საჭიროებას და თან მშვიდები და პოზიტიურები იქნებიან. ასეთ სიტუაციაში მე იმის გაგება დამეხმარა, რომ ეს შეუძლებელია.“
ექვსი შვილის დედა ხაზს უსვამს, რომ შვილები არც ელიან მშობლებისგან ასეთ გმირობას:
“თქვენს შვლებს თქვენი უნაკლობა არც ჭირდებათ. მათ თქვენი გულწრფელობა უნდათ. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტად დაინახავენ ისინი რომ თქვენც მოწყვლადი ხართ, იღლებით და გეშინიათ, მით მეტად მიეცემათ საკუთარი თავის გამოვლენის უფლება და ამით უფრო გაძლიერდებიან მომავალში. მათ თქვენ უყვარხართ და უნდათ დაგეხმარონ“ – ამბობს ვარსკვლავი.
ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ უკვე გაუზიარა Time–ის მკითხველს საკუთარი აზრი კარანტინის პირობებში ბავშვების აღზრდის შესახებ. მან ყველას მოუწოდა ყურადღება მიაქციონ ეპიდემიის “ფარულ რისკებს“, ანუ ოჯახურ ძალადობას ბავშვების მიმართ და მათი აკადემიური მოსწრების დაქვეითებას სკოლებში.