“ყოველი უპასუხო დღე რისკს ზრდის, რომ აპარატიდან ინფორმაცია წაიშლება”- განაცხადა ამის შესახებ, პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ცესკოს მივმართეთ, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადასცეს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი, ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მისცა ხმა. დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და ქართული ოცნების ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სიტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ- ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშული ინფორმაციის გამჟღვანებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ.
დროის გაყვანის მცდელობას ისიც ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია კომპანია სმარტმატიკთან გაფორებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ. ამ არჩევნებზე, არჩევნების შედეგებზე სისტემურად, ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.
ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება. ცესკოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით”. – თქვა ლილუაშვილმა.