ყოჩაღ ღარიბაშვილს, ამაყები უნდა ვიყოთ – ალეკო ელისაშვილი

” ყოჩაღ ღარიბაშვილს, ამაყები უნდა ვიყოთ “- ასე გამოეხმაურა პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ფასილიტაციით აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლებას.მისი განმარტებით, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტის დროს.

“ძალიან ყურადსაღები ამბავი იყო. პირდაპირ ვიტყვი, ყოჩაღ ყველას, ვინც ამაში იყო ჩვენი მხრიდან ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ჩართული იყო, ყოჩაღ მას და ყოჩაღ ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტის დროს. ამ როლის გამოყენება არის ძალიან კარგი მთელი ქვეყნისთვის. არის საკითხები, სადაც უნდა ვიყოთ ყველანი სოლიდარულები და თუ საჭიროა ამაყები. ეს ის მომენტია, როდესაც უნდა ვიყოთ სოლიდარულებიც და ამაყებიც, რომ რომ საქართველოს გავლით მოხდა ორ ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის ტყვეების გაცვლა. “, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით...

თბილისს, შესაძლოა, შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს – ფორმულა

ტელეკომპანია ''ფორმულას'' ინფორმაციით, თბილისს, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და...

დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე – ზურაბიშვილი

"ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში, დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა...

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას – ზურაბიშვილი

"არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას" -  ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი,...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...