შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ უმაღლესი, 10-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მ.ს.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მ.ს.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს.-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ბ.რ. და მისი მგზავრები – ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარდაიცვალნენ, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს გ.ვ.-მ და ლ.ჯ.-მ.
სამართალდამცველებმა მ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. სრულიად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, წარდგენილი ბრალდებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა.”- ნათქვამია განცხადებაში.

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების...

ბათუმში ბერლინელ დიჯეის ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბერლინელი დიჯეის, Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ის Instagram-ზე...

გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

100+ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დამარცხა და ვერცხლის...

ხვალ საქართველოში Pfizer-ის 168 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა. „ხვალ...

ნაციონალურ მოძრაობას რიგგარეშე არჩევნების შიში აქვს – ხუხაშვილი

ცხადია, რომ 43%-იანი დათქმის ჩაშლა ძალაუფლების დაკარგვის ზღვარგადასულმა შიშმა განაპირობა. ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც...

გურამ თუშიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

+100 წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია. მან ნახევარფინალში რუსი მეტოქე...

ღარიბაშვილი იმაზე მეტხანს იქნება პრემიერი, ვიდრე გვარამიას წარმოუდგენია – ამილახვარი

ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი კითხვას, როდის გადადგება ირაკლი ღარიბაშვილი, ირონიით პასუხობს. მისი თქმით, პრემიერი...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...