შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტის მაკო ჯაბუას ფეისბუქ სტატუსის შემდეგ, POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალი ამხელს.

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ანანო იაშვილი მაკო ჯაბუას ფეისბუქ სტატუსს აზიარებს და წერს, რომ 10 წლის წინ, შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია იმედში გასაუბრებაზე დაიბარა და  წინასწარ გააფრთხილა რომ  “გამომწვევად” ჩაეცვა.

  • “გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე, თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ) და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს… მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა, საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს! და თავისუფლად დადის ქუჩებში… მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად”, – წერს იაშვილი სოციალურ ქსელში

ლიკა გრიგალაშვილი იხსენებს, რომ შალვა რამიშვილთან გასაუბრებაზე 6 წლის წინ იმყოფებოდა.

“მე, სრულიად გამოუცდელს, ზედმეტად მიამიტს მეგონა, რომ მივდიოდი სტაჟიორად და მისგან მივიღე შემდეგი კითხვები:

1. მარტო ცხოვრობ თუ მშობლებთან ერთად? 2. შეყვარებული, ან ძმა გყავს? და თუ კი, გიშლიან თუ არა რამის კეთებას? 3. ნახევრად შიშველი შეძლებ ქუჩაში სიარულსა და ინტერვიუს ჩაწერას? 4. რომანი გქონია შენს დამსაქმებელთან? 5. რას სთავაზობ ჩვენს არხს შენი სახით?

დამამუნჯა ამ კითხვებმა, რომელი ტელევიზიის უფროსი სვამს მსგავს კითხვებს ?! ან განცხადებაში პირდაპირ მიუთითე, რომ ჟურნალისტს კი არა საყვარელს ეძებ! ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კითხვებს დამისვამდა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საკადრისი პასუხი მაშინ ვერ გავეცი, რასაც ძალიან ვნანობ”, – წელს გრიგალაშვილი.

 

ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი დატბორილია – ადმინისტრაცია

ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა- ინფორმაციას ამის შესახებ, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია...

ფეიკია, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას – მდინარაძე

"ფეიკია, ამას საფუძველი აქვს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას არის ფეიკი. ერთი კონკრეტული რიტორიკა...

ჰესს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლები თავად არიან – თეთრი სახლი

"ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ,...

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა – პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას...

წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს – პროკუდინი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ...

რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს რომ რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად...

უამრავი ვიდეოებია, სადაც ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება” – ჯაფარიძე

''სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით...

ჩვენი ვალია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის შექმნა შევძლოთ – ბოკუჩავა

"ისტორიული არჩევნები იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს და არა იმას, თუ ვინ დაიკავებს...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...