საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“პენიტენციურმა და ვივამედმა გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია” -წერს ხაჭაპურიძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, კიდევ ერთხელ დაკარგა გონება.