შაქარაშვილის საქმე – არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ და ბებიამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. ზ.ხ. და მისი ოჯახის მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ისინი ითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს.

ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს,ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოიკითხოს, ასევე სიცრუის დეტექტორი გაიაროს ახვლედიანმა, ამირხანაშვილმა და საქმეზე წარმოდგენილმა იმ მოწმეებმა, რომლებიც ადვოკატის თქმით, ყველა გამოკითხვის დროს ჩვენებებს ცვლიან.