შეეზღუდოთ მაუწყებლობა ალტ-ინფოს და სხვა რუსულ მედიებს საქართველოში – პეტიცია

ალტ ინფოს  და სხვა რუსული მედიების საქართველოში მაუწყებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ  “ალტ ინფო” პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა, რომელიც ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მათივე შეცდომების შედეგად წარმოჩენას. პეტიციის ავტორები თანდართულ ტექსტში წერენ, რომ მსგავსი განცხადებებით, პროპაგანდისტული საინფორმაციო მედიები ცდილობენ გაამართლონ რუსული პოლიტიკა, ხოლო, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისინი პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა, სუვერენიტეტს და დასავლურ კურსს.

პეტიცია