შევიქმენით ილუზია, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არ დაგვიმარცხებია! – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა ეს ასე არ არის.

“ქაღალდზე ბევრი რეგულაციაა. მთავარია, რომ ჩვენ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნუ მოვეშვებით, ის რაც დადგენილია რეგულაცია, რომ ტაქსიში არ უნდა იჯდეს წინ ადამიანი, უნდა შეასრულოს ყველამ, რომ უნდა ჰქონდეთ ტაქსიში, მეტროში, ავტობუსში პირბადე. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კოვიდი, არ დაგვიმარცხებია და ხედავთ ახლა ტალღა ისევ ზემოთ იწევს, ამიტომ დროულად ეს ტალღა უნდა შევაჩეროთ, ისევ და ისევ იმ წესების დაცვით, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო ეუბნება მოსახლეობას”,– განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გლობალურად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

“კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა მოხდეს გლობალურად. გლობალურად და ჩვენ ირგვლივ ვითარება უარესდება. საქართველოში ვართ შედარებით უკეთესად და ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ შედარებით უკეთესი ეპიდსიიტუაცია შევინარჩუნოთ”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

ჩერგოლეიშვილი რომ აჩვენო დასავლეთს და ვისაუბროთ გაწონასწორებულობაზე – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტაბულას დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს, გიგა ბოკერიასა და ნინო...

ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები ოცნებამ მოიგო, რატომ ვევაჭრებით [ოპოზიციას]? – ინჯია

"ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ამიტომ მმართველი პარტია...

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია -ფუკუიამა

"საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია "- ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან" წამყვანმა ამერიკელმა ...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის...

ზელენსკიმ AstraZeneca-ს ვაქცინა წელს ზემოთ შიშველმა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ის აცრის დროს...

“მოლაპარაკების ჩაშლის საბაბას არ მივცემთ” – ოპოზიცია აქციების ფორმას ცვლის

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციების ფორმა შეიცვლება, რადგან ხელისუფლებას...

დემოკრატიის ფასადის უკან ოლიგარქია, თეთრი სახლისგან ქმედებებს ველი – ფუკუიამა

წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში არსებულ...

გუშინ, შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, დღეს ისე რა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეხვედრიდან მეორე დღეს მოლაპარაკების მაგიდის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო