შეზღუდეთ ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე – ევროპარლამენტარები მთავრობას

3 ევროპარლამენტარი – ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საპარლამენტო არჩევნებსა და მას შემდეგ მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან.

ისინი მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებენ, რომ ოპოზიციასთან დიალოგი აწარმოონ და რთული ვითარებიდან გამოსავალი იპოვონ. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მთავრობას მოუწოდებენ, შეზღუდონ პოლიციური ძალების გამოყენება მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ.

მათ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მტკიცე მხარდამჭერები, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების.

სიტუაცია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ჩვენთვის შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ამომრჩევლებს ასარჩევად ჰქონდათ რეალური ალტერნატივა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ბუნდოვანი ხაზი იყო კამპანიის დროსა და არჩევნების დღეს, რამაც, შედეგად, შეამცირა საზოგადოებრივი ნდობა.

ვითარებას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ორივეს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, უარი ეთქვათ დასაბუთებულ მოთხოვნებსა და საჩივრების სამართლიანი განხილვისა და არსებული ინსტიტუციებისადმი მიმართვის შესაძლებლობაზე. ყველასა და ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველი პოლიტიკოსებისა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად.

საქართველოს მთავრობას მმართველ გუნდთან ერთად აქვს პასუხისმგებლობა, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი არსებული რთული ვითარებიდან, ქართული დემოკრატიისთვის.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ საარჩევნო დარღვევების გამოსწორების მიზნით, რათა უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი სადამკვირვებლო მისიებით ესწრებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარმოადგინონ საბოლოო დასკვნები.

ჩვენ გვაქვს ნდობა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიულ პროცესებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, იმისთვის, რომ შეფასდეს საჩივრები და მტკიცებულებები არჩევნების დარღვევებსა და რომ მოიძებნოს ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასა და ხალხთან, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს.

ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ და კონსტრუქციული როლი შევასრულოთ ამ დიალოგში.. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და არ მოახდინონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და მთავრობის ერთიანობა, რათა გააგრძელოს თავისი ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო თავის ძალისხმევის კონცენტრირებას მოახდენს ევროინტეგრაციისკენ და ეყოლება პარლამენტი, რომელსაც აქვს ფართო ლეგიტიმაცია და შეუძლია გაუმკლავდეს უახლოეს გამოწვევებს”. – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები ოცნებამ მოიგო, რატომ ვევაჭრებით [ოპოზიციას]? – ინჯია

"ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ამიტომ მმართველი პარტია...

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია -ფუკუიამა

"საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია "- ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან" წამყვანმა ამერიკელმა ...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის...

ზელენსკიმ AstraZeneca-ს ვაქცინა წელს ზემოთ შიშველმა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ის აცრის დროს...

“მოლაპარაკების ჩაშლის საბაბას არ მივცემთ” – ოპოზიცია აქციების ფორმას ცვლის

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციების ფორმა შეიცვლება, რადგან ხელისუფლებას...

დემოკრატიის ფასადის უკან ოლიგარქია, თეთრი სახლისგან ქმედებებს ველი – ფუკუიამა

წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში არსებულ...

გუშინ, შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, დღეს ისე რა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეხვედრიდან მეორე დღეს მოლაპარაკების მაგიდის...

პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ მელია გარეთ გამოუშვას – ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა "მოიგონოს" იმისათვის, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო