შეზღუდვას მე არ ვეთანხმები და არ დავიცავ, პირდაპირ ვამბობ – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას არ ეთანხმება და არ დაიცავს. ამის შესახებ ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები პოლიტიკური და კორონავირუსის პრევენციასთან არანაირი კავში არ აქვს.

“მე არ ვარ კანონმორჩილი, მე ვარ კანონის პატივისმცემელი კაცი. მე ჯერ უნდა ვეთანხმებოდე, ვაღიარებდე და სამართლიანად მიმაჩნდეს კანონი, რომ დავიცვა. ამ შეზღუდვას მე არ ვეთანხმები და არ დავიცავ, პირდაპირ ვამბობ, რადგან რა შუაშია კორონავირუსის პრევენციასთან, ვინმემ გამაგებინოს. ისეთივე აბსურდია, როგორიც ქუჩების მორეცხვა იყო – პაკაზუხა აღლუმები რომ მოაწყო კალაძემ, ცენტრალურ ქუჩებს რომ რეცხავდა და ვითომ განვდევნეთ კორონა. ბარემ შამანები ჩამოიყვანონ და შეალოცინონ – აბსურდი. 10 საათიდან 7 საათამდე არ იცის კორონა, თუ პირიქით, კორონას საფრთხეა ღამე. ეს არის ოპოზიციის დემონსტრაციის წინააღმდეგ მიმართული და ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. ხალხი რომ არ აპროტესტებდეს ქუჩაში, იმიტომაა ეს რაღაცა. შესაბამისად, რასაც არ ვეთანხმები, იმას არ ვიცავ, როგორც უნდა ისე გაიგონ. ეს არის ჩემი უფლებების და დემონსტრაციის შეზღუდვა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალიან გული დამწყდა, რომ ყველასთვის საყვარელი ხალხი, სამი მუშკეტერი რომ დავარქვით, როგორ ლაპარაკობდნენ ან ამ შეზღუდვებზე, ან გუშინ რაც მოხდა, იმასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

“ძირს “ცრუ მეფე “, ძირს ოლიგარქი! ქვეყანას ანექსიას უმზადებენ!“–თაკო ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ ბიძინ ავანიშვილის ხელისუფლება საქართველოს რუსეთის ანექსიისთვის ამზადებს: “ალბათ...

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს,...

აკრძალვებისა და ჯარიმის მიუხედავად ფიტნესცენტრი “Reformerfitness” ისევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა ქვეყანაში არსებული აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც ცოტახნისწინ დააჯარიმეს. როგორც ფიტნესცენტრში...

ვინ არის აშშ–ს ახალი პირველი ლედი. ჯო ბაიდენის პირადი ტრაგედია და ახლადარჩეული პრეზიდენტის გამორჩეული...

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.უწყება აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ...

ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის...

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი  გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ...

“ზამთრის მარაგი”-სოციალურ ქსელში სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად ჯგუფი შეიქმნა

სოციალურ ქსელში, მოქალაქეებმა ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებას. დღეიდან...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო