ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა.
“რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ მიცემულ შეთანხმებები და დაპირებებში გუშინ სტამბოლში ხელმოწერილ დოკუმენტში ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმით”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.
უკრაინის საგარეო სამინისტრო ხაზს უსვამს რომ შეთანხმებების მკაცრად განხორციელების აუცილებლობას შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის აღდგენის შესახებ სამი პორტიდან: ოდესა, ჩორნომორსკი და იუჟნი.
გუშინ 22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.