“შეთანხმების შესასრულებლად ველოდებით წინგადადგმულ ნაბიჯებს ” – ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცალკეული პუნქტების შესრულებას ევროკავშირი ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”მივესალმებით ქართველი პოლიტიკური ლიდერების დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლებიც 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მოქმედებენ. დღეს, ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მოქალაქეების სახელით, პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ. ერთად, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის მოსაგვარებლად. შეთანხმების მხარდასაჭერად, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა.
ეს რთული გადაწყვეტილებები იყო, რასაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ჩვენ ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის ასამაღლებლად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის შესრულებაში საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებსა და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.