უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკი უკრაინის მეთაურს, ვოლოდიმირ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
- ”შეიარაღებული ძალები უკრაინის გვერდითაა, ხალხის გვერდითაა, უმაღლესი მთავარსარდლის გვერდითაა.ჩვენი ძალა ერთობაშია.ვაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას, ვაახლოებთ გამარჯვებას”. -აცხადებს გენერალი.
განცხადება გააკეთა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც და ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამართულ კამათს გამოეხმაურა: ”ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი!”
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. ტრამპმა ზელენსკი უპატივცემულობაში დაადანაშაულა რის შემდეგაც, ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა კი თეთრი სახლი დატოვეს.