ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 07:26

შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ -ნინო ჯანგირაშვილი

“შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ “- ამის შესხებ ტელეკომპანია „კავკასიის“  დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ინიციატივით გამოდის, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ. მაქსიმალური ხელფასი, იყოს 1000 ლარი.

“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.

P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.