შეიძლება არ იყო ლომი, მაგრამ გქონდეს ღრიალის პრივილეგია – ჯონსონმა ზელენსკი ჩერჩილს შეადარა

ბრითანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ჩერჩილს ადარებს და აღნიშნავს: “შეიძლება არ იყო ლომი, მაგრამ გქონდეს ღრიალის პრივილეგია”.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ თავისი ხალხის საკმაოდ გამორჩეული ლიდერია – მან გააერთიანა ისინი და არის მათი ხმა. როგორც ჩერჩილმა საკუთარ თავზე თქვა, მან იცის, რომ შეიძლება არ იყო ლომი, მაგრამ გქონდეს ღრიალის პრივილეგია. უკრაინელი ხალხია ლომი და მან გაახმოვანა მათი სურვილი და დაუმორჩილებლობა.” – აცხადებს ჯონსონი.