შეიძლება ეპიდემიოლოგებმა ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა ოფიციალურად გამოცხადდეს.

“საქართველოში დღესდღეობით ერთადერთი აქტიური შეზღუდვა რაც არის დარჩენილი, ეს არის მხოლოდ კომენდანტის საათი, სხვა შეზღუდვები თითქმის ყველა არის მოხსნილი, აქედან გამომდინარე, ნუ გავაკეთებთ აქცენტებს შეზღუდვებზე.

რაც შეეხება იმას, რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკველწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შეიძლება, ეპიდემიოლოგებმა ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც გაგვაჩნია,  ეს არის პირბადე, დისტანცია და ჰიგიენა, ასევე, რა თქმა უნდა, ეს არის ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა”,- აცხადებს ტიკარაძე.