შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება ვაქცინაციის შემდეგ – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის.

“ესაა საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი – როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ, რომ ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა, არაა მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი.

მე პირადად, მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება ვეუბნები, რომ ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ როცა გნებავთ. ზომიერების ფარგლებში, ისევე, როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, ხოლო თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.