შეიძლება თუ არა ვაქცინის შემდეგ გარუჯვა? – ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტება

შეიძლება თუ არა ვაქცინის შემდეგ რუჯის მიღება? –  ამის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „ქრონიკასთან“საუბრობს და აცხადებს, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ყოველდღიური ქცევა არ უნდა შეიცვალოს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ვაქცინის შემდეგ, გვერდითი მოვლენა განვითარდა, რუჯი და სოლარიუმი კატეგორიულად არ შეიძლება.

„ვაქცინაციის წინ და ვაქცინაციის შემდგომ, არ არსებობს რაიმე პროცედურა ან რაიმე ყოველდღიური ქცევა, რომელიც უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად არაფერი. თუ ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენა განვითარდა, ვთქვათ ტემპერატურული სახით, რა საკვირველია ამ დროს ადამიანი რუჯზე ან სოლარიუმში არ უნდა წავიდეს და აუცილებლად, სახლის პირობებში უნდა იყოს, მშვიდ და მოსვენებულ მდგომარეობაში.

თუ ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ საგაზაფხულო ალერგიულ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიირთმევს და ალერგიული პროცესის პროვოცირებას ამით ხელს შეუწყობს, გაუჭირდება ექიმს იმის განსაზღვრა ეს კვებისმიერი რეაქციაა თუ ვაქცინისმიერი. ამიტომ, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ნუ მიეძალებიან დიდი რაოდენობით კენკროვან ხილს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, რათა არ მოხდეს ზედდება ალერგიული რეაქციების, თორემ ეს ვაქცინასთან არანაირი წინაღობა არ არის.

იგივე ეხება მზესა და სოლარიუმს. არც ისე იშვიათად, არიან პაციენტები, რომელთაც მზეზე ექსპოზიციიდან რამდენიმე საათში გამონაყარი ეწყებათ. ვაქცინაციის შემდეგ მზეზე მიფიცხება ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, რომ აქაც ზედდება არ მოხდეს“, – განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 20

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში სულ გამოვლენილია 20 შემთხვევა....

დარწმუნებულები ვართ, დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას – თურნავა

"რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც...

მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11.5 მლნ გადაიხადოს

თბილისის მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი...

ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა – ოხანაშვილი დეგნანზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება და...

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა. რაისი არის ირანის მთავარი მოსამართლე და...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ...

მთავრობამ მოითხოვოს გაეროს უშიშოროების საბჭოს მოწვევა – ნათელაშვილი აიბღას ანექსიაზე

"როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს...

არ უნდა მოესმინათ, ეს ჩანაწერები არ უნდა არსებულიყო – ხვიჩია ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერებზე

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პროკურატურის განცხადებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...