შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერც მიუსწროს – ექიმი

“შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერც მიუსწროს”- აცხადებს ექიმი ეკატერინე მხეიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მისი თქმით ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზღვარზეა, რომელიც მოცდას აღარ ექვემდებარება.

“არ არის მიღებული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ როცა ასეთი ექსტრემალური და ძალიან, ძალიან საშიში მდგომარეობაა, ჩემს თავს მივცემ უფლებას, ვილაპარაკო.  მას ჰქონდა თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც შეიძლება დაავადებად არც ჩაითვალოს, თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, თანდაყოლილი პათოლოგიები, რომლებიც ნორმალურ პირობებში არ წარმოადგენს საშიშროებას. მაგრამ 26-დღიანი შიმშილობის შემდეგ ქმნის ძალიან დიდ რისკს.

ამიტომ, მე კატეგორიულად მოვუწოდებ ციხის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის სამინისტროს – მიიღეთ ეს, როგოც საგანგაშო გაფრთხილება, რომ ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ.  კატეგორიულად მოვითხოვ და გაფრთხილებთ – ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს შეიძლება ყოველ წამს მოხდეს და ამის მერე რეანომობილი რომ მოვა და მას სადღაც გადაიყვანს, გზაშიც კი შეიძლება უკუქცევადი პროცესები განვითარდეს.  გაფრთხილებთ, ეს ისეთი საშიში რისკია – გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება 24-საათიანი დაკვირვების საშუალება”. – ამბობს ეკატერინე მხეიძე.

სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ოცნება” მიტინგს არბევდა – სააკაშვილი

"დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია...

ტელეკომპანია “კავკასიის” განცხადება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და...

პოლიტიკოსები, მედიამენეჯერები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენლები, მედიამენეჯერები, ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების...

ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე ისაუბრებდით? – გეგეჭკორი

"სასამართლოზე, მითემეტეს ოლიგარქის ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე, შეცდომებზე ან გადაცდომებზე ისაუბრებდით...

უნდა ველოდოთ სააკაშვილის სერიოზულ დარტყმებს ხელისუფლების მიმართ – ხუხაშვილი

"რაც შეეხება მის გამოსვლას, მას აქვს გარკვეული გეგმა. მისი დღევანდელი გამოსვლა იყო დაბალ რეგისტრში,...

დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა – ვოლსკი სააკაშვილის სიტყვაზე

"მე არა მგონია, რომ მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით დრომოჭმული იმპრეტორის...

სააკაშვილმა ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც – მდინარაძე

"ნარატივი უკვე 9 წელია, რომ რუსეთი ებრძვის თითქოს სააკაშვილს, იმიტომ რომ ასე აწყობთ. ამაზე...

სააკაშვილისთვის პრინციპულია, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას დაესწროს – გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე დასწრება სურს. "2 დეკემბერს,...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

“შემზარავი მუტაცია“– რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი ვარიანტი და რა ვიცით მის შესახებ

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანმო და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენით შეშფოთებულნი არიან. ჯანმომ პარასკევს საგანგებო სხდომაზე ახალი ვარიანტის კლასიფიკაფია განსაზღვრა, როგორც “შემაშფოთებელი“ და...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...