თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე განაახლა. ამის შესახებ, ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი პროცესი 14 დეკემბერს არის ჩანიშნული
“ეხლა ვნახე ადვოკატების სმს-ი შენი საქმე განახლდა 14 დეკემბრიდანო. მე, მელია, უგულავა, გვარამია და სხვები ჰო, მაგრამ პატარა ვაშაძეს და გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ?”- წერს ოქრუაშვილი.
ცნობისთვის,7 დეკემბერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის”, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.10 დეკემბერს ჩანიშნულია “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო. 15 დეკემბერს – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერის, ნიკა მელიას საქმის სასამართლო.