“მე ამაზე რამდენჯერმე მაქვს დაფიქსირებული და გავიმეორებ – შენს ტერიტორიაზე ომი შეუძლებელია, რომ შენ დაიწყო, წერტილი. ამ ომს ვერ დაიწყებდა ვერც საქართველო, ისევე, როგორც ვერ დაიწყებდა უკრაინა. შეუძლებელია შენს მიწაზე დაიწყო ომი, ეს მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, და ბევრჯერ გავიმეორებ, სულ ასეთი პოზიცია მექნება, რა არის სხვაობა – შეხედეთ, ეს სხვაობა მკაფიოდ გამოჩნდა მსოფლიოს რეაქციაშიც, აი, იმ კონსოლიდირებულ ძალებში, რომელიც გაერთიანდნენ დღეს კიევის ირგვლივ. მაშინ, 2008 წელში, სამწუხაროდ, ქართულმა მთავრობამ, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაარწმუნა მსოფლიო, რომ ეს პროვოცირებული არ იყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეძლო, დაერწმუნებინა მსოფლიო, რომ ეს იყო არაპროვოცირებული, არაფრით განპირობებული ერთი სახელმწიფოს დარტყმა, ომი მეორეზე. ეს არის სხვაობა”
თქვა საქართველოს ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში.