შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ არჩევანს – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება გვარამიაზე

”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ “სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი”. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი, პეტრას აუშტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

“საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამიას და მისი ორი თანამოაზრის მიმართ დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე,  საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას.

სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნას, დაშინებასა და ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს ეხმიანება. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიაზე არაერთიკურ თავდასხმაზე, მათ შორის, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს დასაბუთებულ შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები “გადამისამართების” არგუმენტებით შეხვდნენ.

საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდი ხნის ვადაგადაცილებული სასამართლო რეფორმის შედეგი, რომელზეც ვალდებულება საქართველომ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, თუმცა არასდროს შეუსრულებია. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ, ევროკავშირის წევრი. ეს სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც ისინი იმსახურებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

ხელისუფლების მიზანია დაელოდოს პროტესტის განლევას და ისევ გაგვაცუროს და “გადაგვაგდოს”-ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ამ ეტაპზე დროის გაყვანა და პროტესტის...

ჩვენ ისევ ერთიანები ვართ. ეს არის ჩვენი მესიჯი პუტინისთვის –გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც დღეს გერმანიაში, ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტს მასიპნძლობს, ამბობს, რომ...

14 რუსული რაკეტა კიევის ოლქში – ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

26 ივნისის დილით კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქებების სერია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა,...

არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება-თბილისი პრაიდი

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და...

რუსეთი მალე ომის წარმოების შესაძლებლობებს ამოწურავს–The Washington Post ექსპერტების პროგნოზების შესახებ

გამოცემა The Washington Post  აქვეყნებს სტატიას, რომელშიც დასავლელი ექსპერტების და ჩინოვნიკების პროგნოზებია მოყვანილი უკრაინაში...

HIMARS-ის საშუალებით უკრაინელებმა დონბასში რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს(ფოტო,ვიდეო)

24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსი ოკუპანტების ორ სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს შეტევა...

აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას ატარებენ –The New York Times

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეხუთე თვეს დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...