“შესანიშნავი ამბავი“– დამტკიცდა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ მაღალეფექტურია

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის “ინდური“, ანუ დელტად წოდებული ვარიანტი უფრო გადამდებია და დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის, ვინც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღება მოასწრო, აცრა მაინც უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს – 90%–ზე მეტს როგორც კოვიდის მძიმე ფორმებისგან, ასევე ლეტალური შედეგისგან.

ასეთია ინგლისის ეპიდემიოლოგიური სამსახურის Public Health England–ის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი მონაცემები, რომლის ფარგლებში ქვეყანაში 12 აპრილიდან 4 ივნისამდე დაინფიცირების სტატისტიკა შეისწავლეს.

ჯამში ამ არასრული ორი თვის განმავლობაში დელტა ვარიანტი 14 ათასზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელთა შორის იყვნენ უკვე აცრილი პაციენტებიც, თუმცა პროფესიონალური სამედიცინო დახმარება მხოლოდ 166 ინფიცირებულს დაჭირდა, რომელთა უმრავლესობა აცრილი არ ყოფილა.

გათვლებმა აჩვენა, რომ Pfizer–ის ვაქცინის ერთი დოზაც კი ამცირებს    Covid-19–ის მძიმე დოზით დაინფიცირებას 94%–ით, ოქსფორდის ვაქცინის,    AstraZeneca–ს  პირველი დოზა კი 71%–ით. მეორე დოზის შემდეგ ამ პრეპარატების ეფექტურობამ  შესაბამისად 96% და 92 % შეადგინა.

ფორმალურად ოქსორდის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერების, ლონდონის იმპერიალ კოლეჯის და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის წამყვანი მეცნიერების მიერ ერთობლივად დაწერილ სტატიას ჯერ სამეცნიერო საზოგადოების შემოწმება არ გაუვლია და პრეპრინტის სტადიაშია, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ემპირიული მონაცემები საკვლევი პრეპარატების ეფექტურობის ყველაზე საიმედო მტკიცებულებაა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ კვლევისას მაშტაბურ შერჩევას.

კოლექტიური იმუნიტეტი ახლოს არის?

ინგლისის ეპიდემიოლოგიური სამსახურის – Public Health England–ის კონსულტანტი და ბრიტანეთის ხელისუფლების მრჩეველი ინფექციური დაავადებების კონტროლის საკითხში პიტერ ინგლიში კვლევის შედეგებს შესანიშნავ სიახლეს უწოდებს, რომელიც დელტა ვარიანტის წინააღმდეგ კორონავირუსის ვაქცინების ეფექტურობას ადასტურებს.

“დელტა ვარიანტით დაინფიცირებული გამოვლენილი სიმპტომური შემთხვევების საერთო რაოდენობა 14 ათასს აღემატება, ჰოსპიტალიზაცია კი მხოლოდ 166 ადამიანს დაჭირდა. ეს შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ვაქცინები პანდემიის რეალურ პირობებში“– ამბობს ინგლიში, რომელიც ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა ჟურნალ Vaccines in Practice–ის რედაქციას. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვაქცინები კვლავ მაღალ ეფექტურობას აჩვენებენ, მიუხედავად ვირუსის ახალი მუტაციებისა, არ უნდა გაგვიკვირდეს.

“ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მთლიანობაში ვაქცინები უკვე იცავენ სწორედ ინფექციის მძიმე ფორმებისგან. და მაინც, სასიამოვნოა იმის აღმოჩენა, რომ ვაქცინა ამცირებს პაციენტების ჰოსპიტალიზაციას დელტა ვარიანტის შემთხვევაში ისევე ეფექტურად, როგორც ალფას შემთხვევაში (ბრიტანულ  შტამად წოდებული) და ვირუსის სხვა ვარიანტების შემთხვევაში. ამ ორი ვაქცინიდან ნებისმიერის (Pfizer და  AstraZeneca) ორი დოზის მიღების შემთხვევაში ადამიანი Covid-19–ის მძიმე განვითარების წინააღმდეგ 90%–იან დაცვას იღებს.“– ამბობს ის.

პიტერ ინგლიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ახალი კვლევის შედეგები ამყარებს იმედს, რომ ახლო მომავალში ვაქცინაცია კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრის მიღწევაში დაგვეხმარება, რადგან არსებობს სხვა სამეცნიერო ნაშრომებიც, რომლებიც აჩვენებენ, რომ არაპირდაპირ ვაქცინაცია კოვიდისგან მათაც იცავს, ვინც ჯერ ვერ მოასწრო, ან უარი თქვა ვაქცინაციაზე.

საქმე ეხება მაშტაბურ კვლევას, რომელიც თელ–ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და გასულ კვირას ჟურნალ Nature–ში გამოქვეყნდა.

ისრაელში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის პირველ ნახევარში სასწრაფო წესით დაწყებული ვაქცინაციისას, რომლის ფარგლებში პირველ სამ თვეში ქვეყანაში 350 000 ადამიანი აიცრა, ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვაქცინირებულთა რიცხვის 20%–მდე გაზრდა ვირუსის გავრცელებას იმდენად ამცირებს, რომ დადებითი პისიარ ტესტების რაოდენობა ორჯერ ეცემა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო...

სახტად დავრჩი, მაშინ რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – იოსელიანი მელიას განცხადებაზე

სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? -  ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი...

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს - ამის შესახებ, პარტია...

2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია – მელია

"2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია"-  ამის შესახებ...

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ ,...

“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

"ქართული ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის...

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა.   თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას...

კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო

„არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...