ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ გოგი წულაია მე–7 დღეა შიმშილობს, რის გამოც შესაძლოა კომაში ჩავარდეს.
“ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს. უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. ვთხოვე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს.
მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება,” – აცხადებს ვალერი გელბახიანი რუსთავი 2–თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას პატიმრობა შეუფარდა.