„ინტერპელაცია პარლამენტში აუცილებლად შედგება. შესაძლოა ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – მინისტრი ან ავად გახდეს ან საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ინტერპელაცია დაგვიანებით მაინც გაიმართება. მთავარი ბერკეტი მაინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რადგან საგამოძიებო კომისია არის კომპლექსური და შესაძლებელია ყველა მინისტრისა და შესაბამისი სფეროს ყველა წარმომადგენლის დაბარება და გამოკითხვა. კითხვები, პირველ რიგში, არსებობს პრემიერ-მინისტრისადმი და შემდეგ მთელი კაბინეტის მიმართ“,

აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე და არ გამორიცხავს, მმართველმა გუნდმა შოვის სტიქიის თემაზე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შს მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ხრიკებს მიმართოს, თუმცა მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლა მაინც მოუწევს.