“შეცდომას თუ დაუშვებ, შენი დაჭერა მომიწევს” – “მთავარის” ინფორმაციით, ამირხანაშვილს გამომძიებლები სწერდნენ

მთავარი არხის ინფორმაციით, ხელში ჩაუვარდათ ტელეფონი, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი და საქმის მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი სარგებლობდა.

წყარო “მთავარს” უყვება, რომ ეს ტელეფონი მთავარ მოწმეს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა. ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან აპარატი დაკარგა.

მთავარი არხის მტკიცებით, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ამირხანაშვილს მათთვის არ უნდა დაერეკა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებები უნდა გაეგზავნა.

მთავარმა ნომრები გადაამოწმა და დაადგინა, რომ ისე ეკუთვნის ერთერთ სახელმწიფო უწყებას.

რაც შეეხება მიმოწერას, ამირხანაშვილი მიმოწერისას ადრესატს იმ დეტალებს ეუბნება, რომელიც ბოლო პერიოდში შაქარაშვილის საქმეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

სმს მიმოწერა 10 აგვისტოდან იწყება.

მთავარის ცნობით, ამირხანაშვილს წერენ, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.

ამირხანაშვილი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს და წერს, რომ საკმაო სტრესშია და ვეღარ გაიგო რა ილაპარაკოს და ამბობს, რომ მამაოსთან უნდა საუბარი.

აღნიშნული მიმოწერისა და მობილურის შესახებ ჯერჯერობით კომენატარი  არ გაუკეთებია არც საგამოძიებო უწყებას და არც გური ამირხანაშვილს.

ნინო სუხიშვილი პოლიციას მადლობას უხდის

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მთავარი პროდიუსერი, ნინო სუხიშვილი პოლიციას ფეისბუქით უხდის მადლობას. მიზეზი დანაშაულის გახსნაა,...

ესტონეთი საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

ესტონეთი საქართველოს ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ...

დაპირება არ შესრულდა – რკინის ჯებირები აიღეს თუმცა “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ხეობაში ისევ არ...

დაპირება არ შესრულდა - რკინის ჯებირები აიღეს თუმცა "რიონის ხეობის მცველებს"  ხეობაში კვლავ არ...

საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია.  მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 46 მოსამართლე დანიშნა – სია

დღეს 17 ივნისს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე საბჭომ თანამდებობაზე 46...

“კლანის” არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას – ვიოლა ფონ კრამონი

"კლანის" არსებობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას - ამის შესახებ, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი...

ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლე, შვილიშვილი მურუსიძის ცოლის ნათლული. კი ბატონო ვიცხოვროთ ასე –...

"ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლედ გააყვანინა და შვილიშვილი მურუსიძის ცოლს მოანათვლინა. "- იუსტიციის საბჭოს...

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავას "სლოვანში"...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...