შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება – გახარია გავრილოვის ვიზიტზე

“შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება” – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პარტია ”საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისში მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“გავრილოვის შემოსვლა, გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა, გავრილოვთან ერთად ქეიფი და ბოკლების შეჭახუნება რომ შეცდომა იყო, ამაზე ვდავობთ? შსს-სთვის ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, გავრილოვის შემოშვება-არშემოშვება, ან ამ ღონისძიების ჩატარება-არჩატარება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, პოლიტიკურმა ისთაბლიშმენთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც შევასრულეთ.

ჩვენ ბევრ რამეზე გამოვთქვით აზრი. იმ გავრილოვთან ერთად რამდენი ადამიანი მივაბრუნეთ უკან, ეგეც შეგიძლიათ ნახოთ. მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა და ამიტომ, ჩვენ არავისგან პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გვჭირდებოდა, საზღვარი დავუკეტეთ და გათავდა. გავაბრუნეთ დელეგაციის წევრები, რომლებიც საერთოდ არავინ არ იცის, მაგრამ შეცდომა იყო ამ ღონისძიების საერთოდ ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტის შენობაში ჩატარება, რასაც შემდეგ მოჰყვა ყველაფერი ის, რაც მოჰყვა. ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოოდ ქვეყანამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი აზრი გავრილოვის შემოშვება-არშემოშვების შესახებ მკვეთრად დააფიქსირა.ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს. “- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე,ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. მოქალაქეებმა იმავე დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც მოგვიანებით, პოლიციამ და სპეცრაზმმა რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაარბია. მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ბრძანება სწორედ გიორგი გახარიამ გასცა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი იყო.

 

დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე – სერგო ჩიხლაძე

"დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან...

მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ენმ-ის თავჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში,...

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული...

მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, კიევში აბრუნებენ – კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი...

“იმიჯს ნუ შეილახავთ” – ხახალეიშვილი პაატა ბურჭულაძეს

"გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ, ვინმემ დაუშალა? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს...

ნუ შიმშილობს, ჭამოს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია, რას აპროტესტებს? – მაჭარაშვილი სააკაშვილზე

"ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ვერ გავარკვიეთ. ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია...

ყველაზე დიდი ჯალათიც რომ იყოს, მის მიმართაც უნდა იყოს სტანდარტი დაცული – არმაზ ახვლედიანი...

"ყველაზე დიდი ჯალათიც რომ იყოს, მის მიმართაც უნდა იყოს სტანდარტი დაცული "- აცხადებს, პარლამენტის...

შეიძლება მილანშიც იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ – მელია კალაძეზე

"შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც ევროპულში იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...