შვედეთი თურქეთისგან NATO-ში გაწევრიანების აპლიკაციის რატიფიკაციას ელოდება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ქვეყანა თურქეთისგან NATO-ში გაწევრიანების აპლიკაციის განხილვას და მის რატიფიკაციას უახლოეს მომავალში ელოდება.

შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების აპლიკაცია 2022 წელს შეავსო, რომელზეც ოფიციალური თანხმობა NATO-ს ყველა წევრისგან მიიღო გარდა თურქეთის და უნგრეთისა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მანამდე განაცხადა რომ მათი  პარლამენტი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხზე ოქტომბრამდე, შემოდგომის სესიის დაწყებამდე არ იმსჯელებდა.

თურქეთის პარლამენტი საპარლამენტო მუშაობას ოქტომბრიდან აგრძელებს.