შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

აღნიშნული ნაბიჯი შვეიცარიამ იმ სანქციების ფარგლებში გადადგა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთის დასჯას ემსახურება.

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება შეიცვალოს.

ოფიციალურმა ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი სავალუტო აქტივების 7,4 მილიარდი ფრანკის ოდენობით.