შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა. ის ამ დროისთვის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გომელაურთან ერთად არიან ასევე მისი მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე.

შენობაში იმყოფება დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის მომლაპარაკებელი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეხვედრა იმართება, თუმცა სავარაუდოდ ის საქართველოს ბანკის დაყაჩაღებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა. მან 19 მძევალი აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მას მომლაპარაკებელმა ფული მიუანა,ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.