გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც ესტონეთში ვიზიტით იმყოფება, ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმ ვარიანტის დაუშვებლობის შესახებ, რომლითაც სამხედრო ოპერაციები უკრაინაში გაყინული იქნება და ომი გადაიქცევა დნობად კონფლიქტად, რომელშიც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.
შოლცმა იგივე გაფრთხილება გამოთქვა კრემლის შესახებ პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გერმანულ გაზეთ Kölner Stadt-Anzeiger-თან.
“რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ არ შეიძლება იყოს საუბარი “ცივი მშვიდობის” დამყარებაზე რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის გავლებით ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
„ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიან მშვიდობაზე და ასეთი მშვიდობის გასაღები რუსული ჯარების გაყვანაა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა და არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა ის ყირიმს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს იქნა ანექსირებული.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტების შეწყვეტას და აპირებს მასთან კვლავ ტელეფონით საუბარს.
“ჩვენი ბოლო სატელეფონო კონტაქტიდან უკვე გავიდა გარკვეული დრო. მე ვაპირებ პუტინთან ხელახლა დალაპარაკებას შესაბამის დროს”, – თქვა შოლცმა.
კრემლში აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ წინადადება გერმანული მხრიდან საუბრის შესახებ.