შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს.

შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით ნახევარს  საკვებთან ერთად იღებს, ამიტომ ამდენი სუფთა წყლის დალევა საჭირო არ არის. ახლა ისინი მაშტაბური კვლევის საფუძველზე,დღეში 1,5-1,8 ლიტრის დალევას გვირჩევენ.

პროფესორმა ჯონ სპიკმანმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, BBC-ს განუცხადა: „დღიური მოთხოვნილების–  ორი ლიტრის საწყისი გაზომვა მცირე შეცდომის შედეგია. წყალი, რომელიც უნდა დალიოთ, უნდა იყოს სხვაობა მთლიან დღიურ ნორმასა და იმას შორის, რასაც საკვებით ვიღებთ“.

იმ სითხის რაოდენობის დასადგენად, რასაც ადამიანი საკვებთან ერთად იღებს, კვლევის მონაწილეებს ეკითხებოდნენ, რამდენს ჭამდნენ დღის განმავლობაში. თუმცა, ადამიანები ამბობდენ, რომ ისინი ჭამენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე რეალურად ჭამენ და, შესაბამისად, გაანგარიშება არასწორია, დასალევი წყლის რაოდენობა კი გადაჭარბებული“, – ამბობს სპიკმენი.

თუმცა, ახალ კვლევაში, ადამიანის ორგანიზმში წყლის ბრუნვის უფრო ზუსტად გამოთვლა  ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლეს, რომელიცსტაბილურ იზოტოპებს  იყენებს.

კვლევაში მონაწილეობდა 5604 ადამიანი 23 ქვეყნიდან, რომელთა ასაკი  რვა დღიდან 96 წლამდე იყო.

ექსპერიმენტის დროს მონაწილეებმა დალიეს ჭიქა წყალი, რომელშიც წყალბადის ზოგიერთი მოლეკულა დეიტერიუმის სტაბილური იზოტოპით ჩანაცვლდა.

დეიტერიუმი  ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება და აბსოლუტურად უვნებელია.

სიჩქარით , რომლითაც დეიტერიუმი ტოვებდა კვლევის მონაწილეთა ორგანიზმს, გაიზომა  წყლის ბრუნვის სიჩქარეს მათ სხეულში.

ეს სიჩქარე სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმში განსხვავებულია და, შესაბამისად, წყლის ნორმის  ზუსტი დღიური მაჩვენებელითითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. მაგალითად, სხეულში წყალი უფრო სწრაფად განახლდება მათში, ვინც ცხელ და ნოტიო კლიმატში  ან მაღალმთიანეთში ცხოვრობს, ასევე სპორტსმენებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმში წყლის ბრუნვის სიჩქარეს, არის დახარჯული ენერგიის რაოდენობა. ის ყველაზე მაღალია 20-35 წლის მამაკაცებში –  მათი ორგანიზმიდან დღეში საშუალოდ 4,2 ლიტრი წყალი გამოდის.

ასაკთან ერთად, ეს მოცულობა მცირდება და მამაკაცებში 90 წლის ასაკში მცირდება დაახლოებით 2,5 ლიტრამდე იკლებს.

20-40 წლის ქალების შემთხვევაში საუბარია დღეში 3,3 ლიტრ წყალზე, 90 წლისთვის კი მათი ორგანიზმიდან გამოდევნილი სითხის დღიური მოცულობა 2,5 ლიტრამდე ეცემა.

სითხე საკვებში

თუმცა, თუ თქვენი ორგანიზმი დღეში 4,2 ლიტრ წყალს კარგავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა დალიოთ იგივე რაოდენობა, ამბობს პროფესორი სპიკმენი.

“ფაქტობრივად, თქვენ დაგჭირდებათ 3,6 ლიტრის დალევა. ვინაიდან ჩვენ საჭირო წყლის  ნაწილს საკვების მიღების დროს ვიღებთ”, – ამბობს ის.

მთავარი, რასაც ეს კვლევა აჩვენებს, არის ის, რომ ფართოდ გავრცელებული დღეში რვა ჭიქა წყლის დალევის რეკომენდაცია   ალბათ უმეტეს სიტუაციებში ადამიანების უმეტესობისთვის, გადაჭარბებულია. ჩვენი მონაცემები არ ადასტურებს ერთი სტანდარტის შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის“, – აღნიშნავს მეცნიერი.

მისი თქმით, წყლის გადაჭარბებული მოხმარება შეიძლება საზიანო იყოს. მაგრამ არა იმდენად ჯანმრთელობისთვის, რამდენადაც გარემოსთვის.

„სუფთა სასმელი წყალი უფასო არ არის“, ამბობს სპიკმენი. მისი თქმით, თუ ადამიანები საშუალოდ იმაზე 1 ლიტრით მეტრ წყალს სვამენ, ვიდრე რეალურად ჭირდებათ, 40 მილიონ ზრდასრულ ბრიტანელზე გადამრავლებით აღმოჩნდება, რომ დღეში 40 მილიონი ლიტრი წყალი ტყუილად იხარჯება.

”რუსეთში ვერ წავალ” – ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს მიწვევაზე უარი უთხრა

 "ახლახანს ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მადლობა გადავუხადე პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოწვევისთვის...

თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო – რებეკა ჰარმსი

''თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო.'' ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი ამის შესახებ Twitter-ზე წერს, და...

ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალებს თუ არა გვარამიას, რა მოხდება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ –...

მესმის მღელვარების საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ საბოლოო...

საქართველოს უკრაინაში ეწოდოს Сакартвело! – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ისტორიული სახელწოდების Сакартвело-ს გამოყენების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ''უკრაინაში ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. დაწესდა ინდივიდუალური სანქციები ...

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! – ვოლსკი

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია...

ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა – ვოლსკი პუტინის განცხადებაზე

"ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია არც...

ნათქვამია, რომ 1 მილიონი დიასპორაა რუსეთში, აღარაა, ეს კარგად ვიცით – ზურაბიშვილი

"ძნელი დასათვლელია რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. ნათქვამი იყო, რომ ერთი მილიონია რუსეთში, აღარაა 1...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

კეთილდღეობის საიდუმლო: მეცნიერებმა ხასიათის 2 თვისება დაასახელეს, რომლებიც მის არსებობას განაპირობებენ

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება. კეთილდღეობის...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...