შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინეს.
მათი განცხადებით, გასულ ღამეს, 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 ადამიანი დააჯარიმეს.
საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და დისტანციის დაუცველობისთვის 89 მოქალაქე დაჯარიმდა.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 4 ადამიანს გამოუწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.