შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია 1000-მდე აბი სუბუტექსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა მათ მიერ, სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი სუბუტექსი. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა

ბიზნესმენ დავით კოდუას ციხეში Covid19-ი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ,  სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. "ბრალდებული დ.კ...

“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება

საქართველოში მოსახლეობის "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ,...

ვოლსკი: მსოფლიოს ახასიათებს დანაშაულები – ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

გია ვოლსკი საქართველოს ბანკში თავდამსხმელის შეჭრას და მძევლების აყვანას ეხმიანება და ამბობს, რომ მსოფლიოს...

ვინ არის ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი

ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 28 წლის ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა.ის სავარაუდოდ, შეიარაღებული...

მეგრელიშვილი: ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში ვიქნებით

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ორშაბათს პარლამენტში შევა. "ჩვენ ისედაც გვგონია, რომ მაგ...

სირაძე: თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები თავისუფლები არიან

ვაჟა სირაძის განცხადებით, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლდნენ. "თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე...

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა 2 მძევალი გამოუშვა, მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა 2 მძევალი გამოუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამას მას მხოლოდ 1...

ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ, ჰყავს მძევლები

ავლაბარში საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას სავარაუდოდ აყვანილი ჰყავს მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია....

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო