შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ცხედარი თბილისის ზღვის ტერიტოირაზე, მის კუთვნილ მანქანაში იპოვეს. გარდაცვლილის მამის თქმით, მის შვილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.
“თემქასა და მუხლიან შორის სადღაც დანგრეულ გზაზე ჩაგვიყვანეს. ჩვენ რომ მივედით, ყველაფერი დამთავრებული იყო. […] რომ მივედით, გამოგვიცხადეს, თავი მოიკლაო. გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რატომ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ ეძებდნენ” – ამბობს გარდაცვლილის დედა მთავარ არხთან.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. უწყების ცნობით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმე 13 ნოემბერს გადაეცათ.