შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სააგენტოს ინფორმაციით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
” გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება”, -წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.