შსს-ს მტკიცებით, საკრებულოში ტექნიკა აძლიერებს რადიოსიგნალსა და მობილურ კავშირს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ტექნიკა რომელიც საკრებულოში ოპოზიციის წევრებმა იპოვეს, აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს

“აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ენმ-ის წევრის თქმით, საკრებულოში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა იპოვა