კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველი ოცეული საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს – შესაბამისი განცხადება, ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთეს.
- “ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები – არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა ამის შესახებ, ნანა მალაშხიამ.
- “ამ ოცეულის არ შესვლის შემთხვევაში, არავინ არ ჩაანაცვლებს მათ, ჩვენ ჩავხსნით სიას თუ ერთიანი გადაწყვეტილება იქნა საჭირო. თუმცა არ ვაპირებ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ჩემი კოალიცის ყველა პარტიის კეთილსინდისიერება. ჩვენ კარგად ვიცით რომ არ არსებობს ამ სიაში ადამიანი, რომელიც მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კოალიციის პირველი ოცეულია:
1. ნანა მალაშხია
2. ნიკა მელია
3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
4. გიგა ლემონჯავა
5. თენგიზ თევზაძე
6. ცოტნე კობერიძე
7. გიორგი კირთაძე
8. ივანე ჭყონია
9. ხათუნა სამნიძე
10. ოქტაი ქაზუმოვი
11. მაია კოპალეიშვილი
12. ბორისი ყურუა
13. ანა გოგოლაძე
14. გიორგი ბუტიკაშვილი
15. გიორგი იმედაშვილი
16. ელენე ხოშტარია
17. სოფია გოლეთიანი
18. მარიკა არევაძე
19. ანი ქავთარაძე
20. თორნიკე ბიკაშვილი